პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)
28/04/2020 07:39:48 მსოფლიო
პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველ კადრებს ავრცელებს. უწყებამ, აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედროების მიერ ვარჯიშისას გადაღებული სამი ვიდეოჩანაწერი განასაჯაროვა.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, აღნიშნული კადრები ინტერნეტში აქამდეც ცირკულირებდა.
"ჩვენს მიერ ამ ვიდეობის განსაჯაროება მიზნად ისახავდა საზოგადოების ეჭვის გაქარწყლებას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ჩანაწერები რეალური. ეს ვიდეოები 2007 და 2017 წლებში გავრცელდა, ხოლო ასახული ობიექტები ნამდვილად ამოუცნობები არიან", – ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ვიდეოები 2004 და 2015 წლებშია გადაღებული.


