Accentnews.ge
სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილეთ კორეაში უჩვეულო მოვლენები არ დაუფიქსირებიათ

სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილეთ კორეაში უჩვეულო მოვლენები არ დაუფიქსირებიათ

28/04/2020 07:38:01 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ ჩრდილეთ კორეაში უჩვეულო მოვლენები არ დაუფიქსირებიათ, რაც გაამყარებდა ეჭვის საფუძველს, რომ კიმ ჩენ ინი ავადაა.

კორეის გაერთიანების მინისტრის, კიმ იენ ჩულის თქმით, შესაძლოა კიმ ჩენ ინის გაუჩინარება კორონავირუსს უკავშირდებოდეს. თუმცა კორეის რისკ ჯგუფის მეთაური,რომელიც ჩრდილოეთ კორეის მონიტორინგს ახორციელებს, მინისტრის ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს:

„თუ ის მართლაც ცდილობს, რომ აიცილოს ინფექცია, თეორიულად ადვილი იქნებოდა ფოტოების ან ვიდეობის გავრცელება, სადაც კიმ ჩენ ინი ჯანმრთელად გამოიყურება“.

ცნობისთვის: კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე უკვე ორ კვირაზე მეტია, აღარ გამოჩენილა. გარკვეულმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ გულის ოპერაციის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S