კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა წყალტუბოში
28/04/2020 07:10:30 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 62 წლის მამაკაცი შეიყვანეს. ის კლინიკაში ე.წ ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.
ამ დროისთვის კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის ქვეყანაში 511 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.


