კირილი კარანტინის ზომების დამრღვევ მღვდლებს დასჯას უპირებს
28/04/2020 06:53:02 მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდელების პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევებში, თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა ეკლესიაში ადამიანის დაინფიცირებასა და სიკვდილს გამოიწვევს, პასუხისმგებელი სასულიერო პირები საეკლესიო სასამართლოს გადაეცემიან.
კირილი სასულიერო პირებს შეახსენებს, რომ ადგილებზე თავად არიან პასუხიმსგებელი კარანტინის ზომების დაცვაზე.
იქამდე, კირილემ მოუწოდა მრევლს, კარანტინის პერიოდში ეკლესიაში არ მისულიყო. მრევლის გარეშე მსახურება უკვე ტარდება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ეკლესიებში.
რუსეთში, უახლესი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 87 147 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 794 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 7 346.


