Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000–ს გადააჭარბა

28/04/2020 06:42:54 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია. თუმცა ბოლო 4 დღეა, ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს.

  • თურქეთი: 112 261 ინფიცირებული, 2 900 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 678 ინფიცირებული, 22 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 808 ინფიცირებული, 29 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 87 147 ინფიცირებული, 794 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S