კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
28/04/2020 06:30:21 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ახალ დადასტურებულ შემთხვევევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
"ამ 15 ახალი შემთხვევიდან ძირითადად ყველა ცნობილი წყაროებია: ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო და მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყარო ამ ეტაპზე დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება",– განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 156 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.


