თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო
28/04/2020 06:28:29 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო.
„ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა: დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია“,-განაცხადა კალაძემ ვიდეომიმართვისას.


