Accentnews.ge
შსს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სასაფლაოები ისევ ჩაკეტილია

შსს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სასაფლაოები ისევ ჩაკეტილია

28/04/2020 06:20:59 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად,ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S