აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 010 356–ს გადააჭარბა
28/04/2020 05:39:02 მსოფლიო
3 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა, მათგან 1 010 356 დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტესტირების მასშტაბები იზრდება.
ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 56 797-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი - 138 990-მდე გაიზადა.
ამ დრომდე შტატებში COVID – 19-ზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.
შტატებში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ ნიუ-იორკი რჩება, სადაც პრაიმერის ჩატარების თარიღი ისევ გადაიდო. ამის ფონზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადახედვას არ გეგმავს.


