Fox News-მა მარნეული შეცდომით აშშ–ის ქალაქად მოიხსენია (ვიდეო)
27/04/2020 18:35:28 საზოგადოება
Fox News-მა მარნეული შეცდომით აშშ–ის ქალაქად მოიხსენია.
ამერიკული ტელეკომპანია საკარანტინო ზომების გაუქმების მოთხოვნით აშშ–ის სხვადასხვა შტატში საპროტესტო აქციებს აშუქებდა, რა დროსაც მარნეული აშშ–ის ჯორჯიის შტატის ქალაქად შეცდომით მოიხსენიეს. იგი ვერმონტის შტატის ქალაქ მონპელიეს, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდისა და ნიუ იორკის შტატის ქალაქ ოლბანის გვერდით აჩვენეს, როგორც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი ქალაქი.


