Accentnews.ge
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ორ წლამდე ბავშვებში ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არ არის"

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ორ წლამდე ბავშვებში ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არ არის"

27/04/2020 17:40:34 საზოგადოება

"ორ წლამდე ბავშვებში ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არ არის", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ორ წლამდე ასაკის ბავშვის მშობლები უფრო მეტად ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში, დისტანციაში, როცა შეიძლება მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნათ. ეს დისტანცია დღესდღეობით ითვლება 2 მეტრი“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S