10 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
27/04/2020 17:31:43 მსოფლიო
10 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 1 739 ადამიანი დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ მე–8 დღეა, იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იკლებს.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 26 977 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 199 414, გამოჯანმრთელებულია 66 624.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


