გამყრელიძე: "უკვე გვაქვს PCR ტესტები, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს"
27/04/2020 17:05:47 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე არის PCR ტესტები, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს.
"ოქროს სტანდარტი ამ დაავადების დიაგნოსტიკის არის მოლეკულური ტესტები. ე.წ. PCR ტექნოლოგიები, რომელთა კლასიკური მეთოდოლოგია სულ უფრო და უფრო იხვეწება. ხდება უფრო სწრაფი. მაგალითად ჩვენ უკვე გვაქვს 1 500 PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ჯინ ექსპერტის მანქანებზე დამყარებული ტესტი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის ორ კლინიკას უკვე გადავეცით, სადაც ეს მანქანები დგას, სადაც სასწრაფოდ დასადგენ დიაგნოზს ამ ტესტით დაადგენენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


