Accentnews.ge
2 დღეში საქართველო გერმანიიდან და ჩინეთიდან 50 000–ზე მეტ სწრაფ ტესტს მიიღებს

2 დღეში საქართველო გერმანიიდან და ჩინეთიდან 50 000–ზე მეტ სწრაფ ტესტს მიიღებს

27/04/2020 16:52:34 საზოგადოება

2 დღეში საქართველო გერმანიიდან და ჩინეთიდან 50 000–ზე მეტ სწრაფ ტესტს მიიღებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დღეს დაახლოებით, 15 000-მდე ტესტი გერმანიიდან ვარშავის ჩარტერით მოდის, იმ ჩარტერით, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები ევროპიდან გადმოჰყავს. ეს თვითმფრინავი ბათუმში დაჯდა და ბათუმიდან უკვე თბილისში გამოფრინდა და მალე თბილისში იქნება. ამ წუთისთვის მარაგში 9 000-მდე ტესტია, ხვალ დილისთვის, როცა ვარშავის ჩარტერი დაჯდება თბილისში, ეს იქნება ასული 21 000-მდე, ხვალ ღამე, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა თბილისში, ტესტების რაოდენობა ავა 60 000-მდე, მაისის დასაწყისამდე 100 000 ტესტის გარანტია არის ქვეყანაში და უკვე დავიწყეთ მუშაობა, შემდეგ 100 000-ზე, რომ მაისში და ივნისში ეს თამასა დავიჭიროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S