Accentnews.ge
"Covid-19-ზე ტესტი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0.6%-ს ჩაუტარდა, საქართველოსთვის ეს საშუალო მაჩვენებლია"

"Covid-19-ზე ტესტი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0.6%-ს ჩაუტარდა, საქართველოსთვის ეს საშუალო მაჩვენებლია"

27/04/2020 16:39:06 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სადღეისოდ კორონავირუსზე ტესტი ქვეყნის მოსახლეობის 0.6%-ს ჩაუტარდა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს საშუალო მაჩვენებლია.

"4 თებერვლიდან დღემდე დაახლოებით 12 000 ტესტი ჩატარდა. აქედან კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 496-ს აქვს დადასტურებული. ტესტი მოსახლეობის დაახლოებით 0.6%-ს ჩაუტარდა. ამ მაჩვენებლით საშუალო ვართ, იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორიც დღეს ჩვენ განვითარებით ვართ. ჩვენ განვითარებისკენ მივისწრაფით. რა თქმა უნდა, მივსიწრაფით ევროკავშირისკენ, გვინდა სწორედ ის მაჩვენებლები, რაც ევროკავშირშია და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000- 2500 ტესტირებაზე, გვექნება გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებლი, მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება ქვეყანაში მხოლოდ C ჰეპატიტზე ტარდება", – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ "ყველა ადამიანს საქართველოში, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრების თანახმად ტესტი სჭირდებოდა, ეს ტესტი ჩაუტარეს".

მისივე თქმით, მაისიდან ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობა გაიზრდება და დღეში 1500-2000 ტესტს მიაღწევს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S