"ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ადეკვატური რეკომენდაციები შემუშავდება"
27/04/2020 15:51:24 საზოგადოება
საქაღთველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გამოცდების მიმდინარეობისას, აბიტურიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად. აბიტურიენტებს უჩვეულო გარემოში მოუწიათ მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უჩვეულო გარემოში მოიწევთ უმრავლეს მათგან სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის აღნიშნვა. მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ გამოცდა იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები", - აცხადებს ხათუნა ზახაშვილმა.


