Accentnews.ge
"უნდა ვისწავლოთ Covid-19-თან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მინიმალურზე მინიმალური ზიანი მივიღოთ"

"უნდა ვისწავლოთ Covid-19-თან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მინიმალურზე მინიმალური ზიანი მივიღოთ"

27/04/2020 15:31:52 საზოგადოება

"უნდა ვისწავლოთ Covid-19-თან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მინიმალურზე მინიმალური ზიანი მივიღოთ", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. დღეს უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს ახალი კორონავირუსის ინფექცია ჩვენ უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. შეზღუდვების შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეების არშეჯგუფება და დიდი თავყრილობებისა არგამართვა. უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები, კი მოგაწყინეთ, მაგრამ ამაზე მძლავრი იარაღი სამწუხაროდ, არ არის Covid-19-თან ბრძოლაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S