ინდოელებს დისტანციის დაცვის ხელშეწყობის მიზნით ქოლგებს ურიგებენ
27/04/2020 14:45:59 მსოფლიო
ინდოელებს დისტანციის დაცვის ხელშეწყობის მიზნით ქოლგებს ურიგებენ. როგორც CNN იუწყება, ამ მიზნით ინდოეთის სოფელ კარალას მოსახლეობას 10 000 ქოლგა უკვე გადასცეს.
„ვიმედოვნებთ,Covid-19 მალე გაქრება, მაგრამ, მანამდე ზაფხულის ცხელ დღეებსა და წვიმიან სეზონზე მოსახლეობას დისტანციის დაცვის ხელშეწყობის მიზნით ქოლგებს გადავცემთ“, – განაცხადა სოფლის საბჭოს წარმომადგენელმა ჯიოტიმ.
მისივე თქმით, ქოლგებთან ერთად თითოეულ ადგილობრივს 2 პირბადესაც გადასცემენ.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში Covid-19 –ით 886 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 28 380, გამოჯანმრთელებულია 6 523.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


