მედია– ვრცელდება ფოტო, რომელზეც შუშის კუბოში ჩასვენებული კიმ ჩენ ინია ასახული
27/04/2020 12:50:22 მსოფლიო
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელზეც შუშის კუბოში ჩასვენებული ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინია ასახული, – იუწყება The Sun.

როგორც გამოცემა იუწყება, ფოტოზე ასახული კიმ ჩენ ინი ისე წევს კუბოში, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეაში არსებული ტრადიციებით არის გათვალისწინებული.
გამოცემა ასევე ავრცელებს ჩრდილოეთ კორეის რიგით მეორე მმართველის კიმ იონგ ილის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველ ფოტოს, რომელიც ასევე შუშის კუბოში არის ჩასვენებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და რიგ მედიასაშუალებებში ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერის გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება.
კორეის მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელმა და კორპუსის მეგობრობის კომიტეტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალეხანდრო კაო დე ბენოსმა კიმ ჩენ ინის დაღუპვის შესახებ ცნობები უარყო.


