Accentnews.ge
ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ფილტვების გარდა თირკმლებსაც აზიანებს

ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ფილტვების გარდა თირკმლებსაც აზიანებს

27/04/2020 11:56:49 მსოფლიო

ექიმები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი ფილტვების გარდა თირკმლებსაც აზიანებს, – იუწყება BBC.

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ექიმები მსოფლიო მასშტაბით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების დეფიციტზე საუბრობენ, რადგანაც ინფექცია ძირითადად სასუნთქ გზებს აზიანებს, რთულ შემთხვევაში კი ფილტვებში აღწევს და სუნთქვის უკმარისობას იწვევს. თუმცა ბოლო პერიოდში ექიმები აშშ-სა და ჩინეთში აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულთა შორის მკვეთრად გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აქვთ. აღნიშნულის გამო საავადმყოფოებში ჰემოდიალიზის აპარატებისა და იმ პერსონალის დეფიციტი შეიქმნა, რომლებსაც ასეთ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S