Accentnews.ge
ბავშვთა დასახმარებლად "ცხელი ხაზი" – 111 ამოქმედდა

ბავშვთა დასახმარებლად "ცხელი ხაზი" – 111 ამოქმედდა

27/04/2020 11:23:08 საზოგადოება

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური "ცხელი ხაზი" – 111 ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.

111 ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაერო-ს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

ზარი უსასოა და ის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იფუნქციონირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S