Accentnews.ge
ქართველი მინისტრები ყველაზე მსხვილი საბანკო ვალდებულებებით

ქართველი მინისტრები ყველაზე მსხვილი საბანკო ვალდებულებებით

27/04/2020 11:04:57 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ იმ მინისტრებისა და მოადგილეების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც ყველაზე მაღალი საბანკო სესხები აქვთ.

ათეულში შედიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

  • ტიკარაძეს 14-წლიანი იპოთეკური სესხი აქვს საქართველოს ბანკში 115,000 დოლარიანი.
  • თურნავას 185 დოლარიანი სესხი საქართველოს ბანკში, ხოლო 325 000 ევროიანი სესხი TBC ბანკში - ორივე იპოთეკური, 15-წლიანი.
  • გომელაურს კი 80 000 დოლარიანი სესხი, ასევე იპოთეკური.

ათეულში ასევე არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯუანშერ ბურჭულაძე და ლელა ჩიქოვანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.

მთავრობის 63 თანამდებობის პირიდან 40-ს (ან მათ მეუღლეებს) აქვს საბანკო ვალდებულება, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მინისტრებისა და მათი მოადგილეების ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ისინი თავად ასაჯაროებენ ქონებრივ დეკლარაციებში. რაიმე სახის დარღვევა მითითებული არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S