Accentnews.ge
სინოპტიკოსები ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ

27/04/2020 11:01:00 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S