მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა
27/04/2020 10:03:46 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ყველაზე მეტი – 55 415 ადამიანი აშშ–ში დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზე იტალიაა (26 644), მესამეზე კი – ესპანეთი (23 190).
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, COVID-19–მა 207 262 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 3,004926, გამოჯანმრთელებულია 883 008.
ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


