Accentnews.ge
„გერმანიაშიც კი, ჩვენი უზარმაზარი შესაძლებლობების ფონზე ტესტების უმეტესობა უტარდება იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ“

„გერმანიაშიც კი, ჩვენი უზარმაზარი შესაძლებლობების ფონზე ტესტების უმეტესობა უტარდება იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ“

27/04/2020 09:09:47 მსოფლიო

ბერლინის Charité Hospital–ის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ კრისტიან დროსტენს აუცილებელ საჭიროებად არ მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ ახალ კორონავირუსზე ტესტი ყველა მოქალაქეს ჩაუტაროს.

„მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. გერმანიაშიც კი, ჩვენი უზარმაზარი შესაძლებლობების ფონზე, ტესტების უმეტესობა მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ. ჩვენ დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი 8% -ზე მეტი არ გვქონია. ასე რომ, ვფიქრობ, მიზნობრივი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად დაუცველნი არიან. მაგალითად, საავადმყოფოებისა და მოხუცებულთა თავშესაფრერების მედპერსონალი. ეს მიდგომა ზედმიწევნით გერმანიაშიც არ სრულდება, თუმცა ჩვენ ამისკენ მივდივართ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს პაციენტები, რომელთაც სიმპტომები პირველივე კვირაში გამოუვლინდათ, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში მიდიან დაგვიანებით, როცა უკვე ტუჩები ულურჯდებათ და ინტუბაცია სჭირდებათ. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ზედამხედველობის სისტემა, რომ რეგულარულად ავუღოთ მოსახლეობას ნიმუშები ანალიზებისთვის და მივყვეთ რეპროდუქციული გეგმის შემუშავებას“, – განაცხადა დროსტენმა „The Guardian“- თან ინტერვიუში.

ცნობისთვის: კრისტიან დროსტენი ერთ–ერთი იმ მეცნიერთაგანია, რომელმაც 2003 წელს დაავადება „სარსი“ გამოავლინა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალმა კორორნავირუსმა 5 976 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 157 770. აღსანიშნავია, რომ 157 770 ინფიცირებულიდან 114 500 უკვე გამოჯანმრთელებულია.

მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 990 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S