Accentnews.ge
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა

27/04/2020 08:33:10 საზოგადოება

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა უკვე დაშვებულია. დილიდან ბაზარში ხალხმრავლობაა. ადგილზე ხმაური იყო: უკმაყოფილება საცალო ბაზრობის მოვაჭრეებმა გამოთქვეს, რომლებსაც ამისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კარი დახურული დახვდათ. ისინი ვაჭრობის უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დაიცვან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული აგრარული ბაზარი მთლიანად არის საბითუმო ვაჭრობის კონტექსტი. შესაბამისად, დაცულია ყველა ნორმა, რომელიც დაგვიდგინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. იქიდან გამომდინარე, რომ გამკაცრებულია და შეზღუდულია იმ რაოდენობის ადამიანების შეშვება ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება, საცალო ვაჭრობის აღდგენის პირობებში მოხდეს, თავის დაზღვევის მიზნით, რათა არ გავრცელდეს დაავადება და სრულად დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმები, ამ ეტაპზე ჩვენი კონცეფციის მიმართულებით ვრჩებით მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზე ორიენტირებული“, – განაცხადა შპს „თბილისი მოლის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა.

მისი თქმით, საცალო ვაჭრობის განახლება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S