Accentnews.ge
როგორია თბილისის კლინიკებში მყოფი კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია თბილისის კლინიკებში მყოფი კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

27/04/2020 08:20:41 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან ერთი პაციენტი ეწერება, 30 პაციენტის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა 1 ტესტირება იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე, მივიღეთ უარყოფითი პასუხი და პაციენტი ეწერება კლინიკიდან. დღეს გაგზავნილი გვაქვს 30 პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, იცით, რომ გვყავს 7. აქედან 6 -ის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ ეტაპამდე სტაბილურია,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის დიაგნოზის მქონე კლინიკაში მყოფი 49 პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან Covid-19-ის დიაგნოზი 49 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან 10 არის 18- წლამდე ასაკის, 3 პაციენტი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. ამასთან, გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მათი მდგომარეობა არის საყურადღებო," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურს, კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, 17 პაციენტს პნევმონია აღეიშნება.

“ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს 45-46 დადასტურებული შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ შემოდის გარკვეული რაოდენობა, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრები 44-47-ს შორის მერყეობს. ჩვენ უკვე 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, დღეს 6 პაციენტზე ტარდება ტესტირება, რომელთანაც პირველ ჯერზე მივიღეთ ტესტზე უარყოფითი პასუხი. ახალი შემთხვევებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ამ 2-3 დღეში დაახლოებით 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად არის ბოლნისისა და მარნეულის წყარო. მივიღეთ ერთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდან, მივიღეთ კიდევ 1 ბავშვი და ახლა გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. კვლავ გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია, ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S