ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა
27/04/2020 07:54:04 მსოფლიო
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყნის ოპერატიული შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 6 198 ადამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–ით ინფიცირებულია 87 147 ადამიანი, ჩინეთში კი – 82 830.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 990 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


