Accentnews.ge
ბოჭორიშვილსა და ინფექციურში 21 კოვიდინფიცირებული მოზარდი იმყოფება

ბოჭორიშვილსა და ინფექციურში 21 კოვიდინფიცირებული მოზარდი იმყოფება

27/04/2020 06:52:08 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ერთი ბავშვია.

"ახლა უკვე გვყავს 11 მოზარდი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მონიტორინგს ჩავატარებთ შესაბამის დღეებში, PCR ტესტირებას და ალბათ ისინიც დატოვებენ კლინიკას თანდათანობით"- თქვა ეზუგბაიამ.

ამასთან, 10 კოვიდინფიცირებული მოზარდი მკურნალობს ბოჭორიშვილის კლინიკაში.

27 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 496 შემთხვევა. აქედან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 - გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S