Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება

27/04/2020 06:30:22 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს უახლოვდება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 110 130 ინფიცირებული, 2805 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 645 ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 808 ინფიცირებული, 29 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 80 949 ინფიცირებული, 747 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 990 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S