რა მოხდება კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში
26/04/2020 21:15:00 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ არსებული ცნობების ფონზე მთავარი კითხვა გახდა, ვინ იქნება მისი შემცვლელი გარდაცვალების შემთხვევაში.
ჩრდილოეთ კორეას კიმის დინასტია (კიმ ერ სენი; კიმ ჩენ ირი და კიმ ჩენ ინი (მოქმედი ლიდერი) 1948 წლიდან მართავს. კიმ ერ სენის და კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისას მათი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ. კიმ ჩენ ინის ყველაზე ზრდასრული შვილი კი, Reuters-ის ცნობით, მხოლოდ 10 წლისაა.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, კიმ ჩენ ინის და კიმ იონგ უნი დროებით მმართველი გახდეს, სანამ კიმ ჩენ ინის ერთ–ერთი შვილი ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევს. მეორე ვერსიით, შესაძლოა, ქვეყნის ლიდერის ფუნქცია პარტიულმა ჩინოვნიკებმა შეასრულონ. მესამე ვერსიით, კიმ ჩენ ინი შესაძლოა, შეცვალოს მისმა უფროსმა ძმამ ან მისმა დეიდამ, რომელიც კიმ ჩენ ირის მმართველობის პერიოდში ძლიერი ფიგურა იყო, თუმცა აღარაა აქტიური მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ბრძანებით 2013 წელს მისი მეუღლე სიკვდილით დასაჯეს.
იხილეთ ასევე: კორეული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიმ ჩენ ინის დაღუპვის შესახებ ცნობები უარყო


