საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა
26/04/2020 20:47:54 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
486 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


