ნიუ იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
26/04/2020 20:01:37 საზოგადოება
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ნიუ იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას ასევე დიაბეტი აწუხებდა.
„ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


