Accentnews.ge
27 აპრილიდან რიგი აკრძალვები იხსნება

27 აპრილიდან რიგი აკრძალვები იხსნება

26/04/2020 19:43:12 საზოგადოება

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

გარდა ამისა, შეზღუდვების მოხსნა ეხებათ იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს.

ამასთან, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან სამუშაო ადგილზე დაბრუნების მიზნით. ქალაქები 29 აპრილიდან ისევ ჩაიკეტება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S