Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსი 874 სამხედრო მოსამსახურეს აღმოაჩნდა

რუსეთში კორონავირუსი 874 სამხედრო მოსამსახურეს აღმოაჩნდა

26/04/2020 19:39:26 მსოფლიო

მიმდინარე წლის მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით საყოველთაო ტესტირების შედეგად რუსეთში კორონავირუსი 874 სამხედრო მოსამსახურეს აღმოაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, მძიმე მდგომარობაშია ოთხი სამხედრო, მათგან ერთი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, საშუალო სიმძიმისაა 15-ის მდგომარეობა, დანარჩენებს კი დაავადების კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნებათ. სამინისტროს ინფორმაციით, მას დაქვემდებარებულ სამხედრო ჰოსპიტალებში ამ დროისთვის 314 ინფიცირებული წევს, მსახურის ადგილზე არსებულ იზოლატორებში - 175, სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში - 6, 379 კი სახლებშია თვითიზოლირებული. გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინდა 779 კურსანტსა და სამხედრო სასწავლებლების სტუდენტებს, 192 ლექტორს, შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის 245 წარმომადგენელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S