Accentnews.ge
კორონავირუსით რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა

კორონავირუსით რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა

26/04/2020 19:35:02 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჟელეზნოგორსკის (ქალაქი კრასნოდარის მხარეში) ეპისკოპოსი ვენიამინ კოროლიოვი, რომელიც ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების ცნობას „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური ავრცელებს. კოროლიოვი 54 წლის იყო.

„რადიოს“ თანახმად, 12 აპრილს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავდა, მან მლოცველების მცირე ჯგუფთან ერთად ჩაატარა უკანასკნელი მსახურება.

ეპარქიის, სულ მცირე, ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S