Accentnews.ge
არა, ისინი უცხოპლანეტელები არ არიან - SpaceX-ის Starlink–ის სატელიტები თბილისის ცაზეც გამოჩნდნენ (ვიდეო)

არა, ისინი უცხოპლანეტელები არ არიან - SpaceX-ის Starlink–ის სატელიტები თბილისის ცაზეც გამოჩნდნენ (ვიდეო)

26/04/2020 18:03:36 მსოფლიო

კომპანია SpaceX-მა მის მიერ შექმნილი Starlink-ის ინტერნეტის 60 სატელიტი გაუშვა, რომელიც თბილისის ცაზეც გამოჩნდა. მსოფლიოში სოციალურ ქსელებში ცაზე ნათება მომხმარებელთა ნაწილმა უცხოპლანეტელებს დაუკავშირა.

როგორც SpaceX-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Starlink-ის ინტერნეტის ტესტირების შემდეგ დაახლოებით 6 თვეში იგი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს თავდაპირველად მაღალ განედებზე მცხოვრები ადამიანები გამოცდიან, რომლებსაც არასახარბიელო გეოგრაფიული ლოკაციის გამო მსგავსი სერვისები ხშირად არ მიეწოდებათ. კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ 2020 წელს სწრაფ ინტერნეტს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობა მიიღებს. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S