მე-3 დღეა, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირდება
26/04/2020 17:35:55 მსოფლიო
მე-3 დღეა, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირდება. ბოლო 24 საათში დაავადებით 99 ადამიანი გარდაიცვალა და 2357 დაინფიცირდა. 25 აპრილს Covid-19-ით 106 ადამიანი დაიღუპა და 2861 დაინფიცირდა, 24 აპრილს კი 109 ადამიანი გარდაიცვალა და 3 122 დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილიდან 27 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 2 805 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 110 130, გამოჯანმრთელებულია 29 140.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


