14 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
26/04/2020 17:02:05 მსოფლიო
14 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 260 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 7 დღეა, იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იკლებს.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 26 644 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 197 675, გამოჯანმრთელებულია 64 928.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


