Accentnews.ge
მედია – იტალიური მაფიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ციხიდან გაათავისუფლეს

მედია – იტალიური მაფიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ციხიდან გაათავისუფლეს

26/04/2020 12:13:08 მსოფლიო

Covid-19-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციის გამო იტალიური მაფიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ციხიდან გაათავისუფლეს, – იუწყება CNN.

პროკურორ ფედერიკო კაფიერო დე რაჰოს განცხადებით, გათავისუფლებულები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, რადგან მათ 18 თვე ან ნაკლები პერიოდი ჰქონდათ დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე.

გათავისუფლებულები არიან: სიცილიური „კოზა ნოსტრას“ გავლენიანი ბოსი ფრანჩესკო ბონურა; „ნდრანგეტას“ წევრი ვინჩენცო იანაცო და და „კაზალესის“ კლანის წევრი პასკუალე ზაგარია.

ფრანჩესკო ​ბონურას თავისუფლების 23 წლით, ვინჩენცო იანაცოს 14 წლით, პასკუალე ზაგარიას კი 20 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

მე–6 დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 415 ადამიანი დაიღუპა და 2 357 ადამიანი დაინფიცირდა. ეს მონაცემები 17 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 26000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 195 000–ზე მეტი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S