Accentnews.ge
6–კვირიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში  ბავშვები ქუჩაში დღეს პირველად გავიდნენ [ფოტო]

6–კვირიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში ბავშვები ქუჩაში დღეს პირველად გავიდნენ [ფოტო]

26/04/2020 11:52:48 მსოფლიო

6–კვირიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში ბავშვები დღეს ქუჩაში პირველად გავიდნენ. ქვეყანაში 14 წლამდე ბავშვებს ქუჩაში ერთი საათით გასვლის უფლება მისცეს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აუცილებელია, ბავშვებს ერთ–ერთი მშობელი მაინც თან ახლდეს.

ბოლო 6 დღეა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათში Covid -19-ით 288 ადამიანი დაიღუპა და1 729 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ესპანეთში დაავადებამ 22 902 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 223 759, გამოჯანმრთელებულია 95 708.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S