Accentnews.ge
"სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ ვერ აღიქვა ჩვენი მოწოდება, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა მეზობლებთან ქეიფს"

"სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ ვერ აღიქვა ჩვენი მოწოდება, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა მეზობლებთან ქეიფს"

26/04/2020 10:26:11 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქალაქებში მაცხოვრებელებმა მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები, ხოლო, მოსახლეობას, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით გაუჭირდა რეკომენდაციების აღქმა.

როგორც იმნაძემ განაცხადა, არასწორად შესრულებული რეკომენდაციების შედეგია სწორედ ის, რაც ბოლნისის რაიონში ხდება.

​"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა მოწმობს იმას, რომ სოფლის ხალხი არ იცავდა მაქსიმალურად რეკომენდაციებს, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები იცავდნენ. სამწუხაროდ, იმ დღეების მანძილზე, როდესაც ჩვენ მათ მოვუწოდებდით დარჩენილიყვნენ სახლში, ვერ აღიქვეს. სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს დღეს ვიმკით, რაც ხდება ვთქვათ, კონკრეტულ დასახლებებში, ბოლნისსა და თეთრიწყაროშია", - განაცხადაა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 203 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 940 000–ს გადააჭარბა, 841 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S