რაზე მიუთითებს დადასტურებული შემთხვევების პერიოდული კლება და მატება – იმნაძის განმარტება
26/04/2020 10:28:46 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირება ყოველთვის ამარლებს. ასე უპასუხა იმნაძემ კითქვას, რაზე მიუთითებს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პერიოდული კლება და მატება და არის თუ არა ეს ტესტირების ინტენსივობასთან კავშირში.
„გაცილებით ნაკკებიდან იყო [ტესტირება 822–ზე], როდესაც ჩვენ 30–ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. ანუ მიზნობრიცი ტესტირება ყოველთვის ამართლებს. რა თქმა უნდა, მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე“,– განაცხადა იმნაძემ.
ინფორმაციისთვის: 18–18–20 აპრილს ჯამში 25 შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე 30–30, ხოლო ბოლო ორ დღეში 20–ზე მეტი. ამ დროისთვის ქვეყანაში 485 დადასტურებული შემთხვევაა.
იმნაძის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„ერთი პაციენტი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია. სწრაფი ტესტით დადებითი იყო და ამჟამად PCR მეთოდითაც დადასტურდა. თბილისში დაემატა 4 ახალი შემთხვევა, რაც ერთ-ერთ ჰოსპიტალთან არის დაკავშირებული. 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა და როგორც მოგეხსენებათ, აქედან არის 29 ახალი შემთხვევა, მაშინ როცა გუშინ გაკეთებული იყო 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის ქვეყანაში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი ტესტი. გარდა ამისა, დაახლოებით 5 ათასზე მეტი „სწრაფი ტესტი“ გაკეთდა“,-განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ტესტები საქართველოში ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.
„ძალიან გთხოვთ, ნახეთ ის მასობრივ ტესტირებას რომ ეძახიან, რამდენი პროცენტით არის მოცული, გინდა იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრენლანდია, არაფერს ვლაპარაკობ ევროპის და აშშ-ის შესახებ , სადაც არა თუ მსუბუქ პაციენტებს საავადმყოფოებშიც კი კატეგორიებად არის დაყოფილი, ვის უტარდება ტესტირება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.
ჯერ-ჯერობით მემგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მგონი, რომ ათასობით და ათათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, ის რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია. ის, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღიწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო, აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთედება ისევ და ისევ ყველა იმ პირობის გათვალსიწინებით, რაც ტესტირებას შეეხება , რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.


