Accentnews.ge
თეთრწყაროში კორონავირუსის 20–მდე შემთხვევა დადასტურდა – უმეტესობა მედიკოსები არიან

თეთრწყაროში კორონავირუსის 20–მდე შემთხვევა დადასტურდა – უმეტესობა მედიკოსები არიან

26/04/2020 10:18:22 საზოგადოება

თეთრწყაროში ახალი ტიპის კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ ორის არიან მედიკოსები,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თეთრწყაროში მიზნობრივი ტესტირება ჩატარდა – კონტაქტები იქნა გამოკვლეული და მათგან ნახევარი დადებითი აღმოჩნდა.

„თეთწყაროში დაახლოებით, 20 დადებითი შემთხვევაა. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრნი. დღესაც მუსაობს იქ ჩვენი ჯგუფი –მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა დროული შეკავება, ასევე მოხდება თეთრწყაროშიც“,– აღნიშნა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S