კორონავირუსი სამედიცინო სექტორის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა
26/04/2020 07:37:43 საზოგადოება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა ბეროზაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ ეტაპისთვის 54 პაციენტია. კვლევა ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან ერთი კორონავირუსზე დადებითია, დანარჩენები ყველა უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით. მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილები არ აქვს. ახლა ხდება მისი გადაყვანის ორგანიზება. ეს ახალი პაციენტი არ არის ექიმი, საშუალო მედპერსონალია“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.


