Accentnews.ge
"ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს"

"ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს"

25/04/2020 14:43:09 საზოგადოება

"ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს ცალკეული კლინიკების ზოგიერთ ახალ მიდგომაზეც ისაუბრეს, მათ შორის - ოზონოთერაპიაზე.

"იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით ძალიან წარმატებით. მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა ეს საოცარია, ჩვენ პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება სულაც ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სპეციალური მეთოდით", - განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S