Accentnews.ge
ცერცვაძე – ეზუგბაიზე: "დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ მოვახერხებთ ეპიდემიის შეჩერებას"

ცერცვაძე – ეზუგბაიზე: "დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ მოვახერხებთ ეპიდემიის შეჩერებას"

25/04/2020 14:39:37 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, კლინიკის სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმიანება და ვარაუდობს, რომ მისმა კოლეგამ "დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ საქართველო ეპიდემიის შეჩერებას მოახერხებს".

„მარინა ეზუგბაიამ, დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას. თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება მაგალითად, გრიპის დროს, მაშინ არც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო და უკვე ამის შემდეგ შეიძლება წავიდეს დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.

“გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S