Accentnews.ge
"აგრესიული ტესტებით მთელი ან ნახევარი მოსახლეობის გამოკვლევის ილუზია ნუ გვექნება"

"აგრესიული ტესტებით მთელი ან ნახევარი მოსახლეობის გამოკვლევის ილუზია ნუ გვექნება"

25/04/2020 14:26:54 საზოგადოება

"ახალ კორონავირუსზე აგრესიული ტესტებით მთელი ან ნახევარი მოსახლეობის გამოკვლევის ილუზია ნუ გვექნება", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან აგრესიულ ტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია. მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეები არიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ზოგიერთი ქვეყნები, ეს ჩატარდა მოსახლეობის მცირე ნაწილში. იმ ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება მოსახლეობის 8-10%-ია სულ გამოკვლეული. ის, რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება. ჩვენ 5 წელია ვაწარმოებთ C ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 5 წელია მიმდინარეობს ეს აგრესიული ტესტირება ჰეპატიტზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტია მხოლოდ გამოკვლეული ჯერ და არა მთელი მოსახლეობა და კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ჩვენ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს. გერმანამ ვერ გამოიკვლია 10%-ზე მეტი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S