რუს დეპუტატ ლეონოდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
25/04/2020 13:05:35 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეს დსთ–ის საკითხებში ლეონოდ კალაშნიკოვს ახალი კორორნავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული დეპუტატი ჰოსპიტალიზებულია.
"თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს“, - აცხადებს კალაშნიკოვი.
ბოლო ოფიცილაური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონაირუსით 681 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 74 588, გამოჯანმრთელებულია 6250.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 198 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 800 000–ს გადააჭარბა, 813 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


