აზერბაიჯანში კორონავირუსით 1 617 ინფიცირებულიდან 300 მედიკოსია
25/04/2020 12:51:09 მსოფლიო
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 300 მედიკოსია. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
ვიკრო გასიმოვის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ექიმები, ისე სხვა სამედიცინო პერსონალი.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით 1 617 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 21 გარდაცვლილია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 198 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 800 000–ს გადააჭარბა, 813 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


